Poem Illustration

•კვდებიან პოეტები

და რადგან ჩვენთან კვდებიან პოეტები, ასე უღვინოდ და ასე უსიტყვებოდ. და რადგან ჩვენში კვდებიან პოეტები, ზოგჯერ ულექსოდ და ზოჯერ უქალებოდ. კვდებინ მერცხლებით ბანზე აჭრილები, ლოცვით დაშვრეტიათ მძიმე ყალფანები. ჩვენში მომკვდარ არის ყველა პოეტები, ზოგიც უკალმობით ,ზოგიც უღვინობით. თუმცა კალამები ბევრი მილაგია. ბევრიც უჩუქნიათ ჩემთვის ბლოკნოტები, თუმცა მაინც მკვდარი ერთი ვიღაცა ვარ, ბევრი კალამით და უფრო ბლოკნოტებით. იცი ბევრი დამაქვს შენგან ნაჩუქარი, კოცნა, ხავერდივით ყელზე მოხვეული. ძალაც ბევრი დამაქვს ჯერ გარდაუვალი. ლოცვა მზის სხვივებზე კოცნად შეფენილი. თუმცა მაინც კვდება ჩვენში პოეტები, ზოგის აღმაფრენა ვერვის შეუცვნია. მხოლოდ კალმებს ახსოვს ნაზი შეხებები, ფურცლებს კი მრავალი ცრემლი დასტყობია. ისევ მომკვდარია ჩვენში პოეტები, ისევ მივაცილებთ დროშით და ცხენებით, მაგრამ მათი ჯავრი, მათი ქორბუდები, მკდვრეთ აღსდგომილდებინ რომდეს გამოცემინ.